ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა
ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა

ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც BBC წერს, ქალაქის პოლიციამ უკვე განაცხადა მასშტაბური ინციდენტის შესახებ, რომელიც ჰინკლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

პოლიციის ოფიცრების ცნობით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ​მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს და მოქალაქეებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.

ლესტერის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, ქალაქის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ყველა სამსახურის ჯგუფები ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.