„ლესტერს“ დინ სმიტი გაწვრთნის, მისი ასისტენტი ჯონ ტერი იქნება #1TVSPORT
„ლესტერს“ დინ სმიტი გაწვრთნის, მისი ასისტენტი ჯონ ტერი იქნება #1TVSPORT

ინგლისური „ლესტერის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს სეზონის ბოლომდე „ასტონ ვილას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 52 წლის დინ სმიტი უხელმძღვანელებს.

სმიტმა „მელიებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და მისი მთავარი ამოცანა “ლესტერის“ პრემიერლიგაში დატოვება იქნება. აქამდე ბრიტანელის მთავარი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში 2019 წელს „ასტონ ვილას“ პრემიერლიგაში დაბრუნებაა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დინ სმიტის პირველი ასისტენტი ლეგენდარული ჯონ ტერი იქნება, რომელიც მასთან ერთად ასევე მუშაობდა ბირმინგემულ გუნდში.

„ლესტერმა“ წინა მთავარი მწვრთნელი, ჩრდილოეთ ირლანდიელი ბრენდან როჯერსი თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა. ამჟამად ინგლისის 2016 წლის ჩემპიონი გათამაშების ცხრილში 25 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.