„ნიცამ“ ოფიციალურად გამოაცხადა კასპერ შმაიხელის ტრანსფერი #1TVSPORT
„ნიცამ“ ოფიციალურად გამოაცხადა კასპერ შმაიხელის ტრანსფერი #1TVSPORT

ფრანგული „ნიცას“ პრესსამსახურმა „ლესტერისა“ და დანიის ნაკრების მეკარესთან კასპერ შმაიხელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

„ნიცას“ არ დაუზუსტებია ხელშეკრულების დეტალები. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგული კლუბი 35 წლის მეკარეში ერთ მილიონ ევროს გადაიხდიდა, თავად ფეხბურთელთან კი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებდა.

შმაიხელი „ლესტერში“ 2011 წლიდან თამაშობდა და ამ კლუბთან ერთად სამი ტიტული მოიგო – პრემიერლიგა (2015/16), ინგლისის თასი (2021) და ინგლისის სუპერთასი (2021).