„ლესტერის“ მწვრთნელად გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე დაინიშნა #1TVSPORT
„ლესტერს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ინგლისურ გუნდს 43 წლის იტალიელი სპეციალისტი ენცო მარესკა უხელმძღვანელებს.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მწვრთნელთან სამწლიანი კონტრქტი გაფორმდა.
ენცო მარესკა „მანჩესტერ სიტიში“ ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო. 2021 წელს ის „პარმას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ ხუთ თვეში დაითხოვეს.
პრემიერლიგის გასულ სეზონში „ლესტერმა“ მე-18 პოზიცია დაიკავა და ჩემპიონშიპში დაქვეითდა.
We are delighted to announce the appointment of Enzo Maresca as our new First Team Manager 🦊
— Leicester City (@LCFC) June 16, 2023