IDFI - სსიპ-ებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სამინისტროების დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების თანამდებობრივ სარგოზე ინფორმაციას აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება, თვეში 8 900 ლარი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სარგო კი 8 500 ლარს შეადგენს. 7 500 ლარია გათვალისწინებული გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 7 300 ლარი აქვს ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსს, აწარმოე საქართველოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელების თანამდებობრივი სარგო 7 ათას ლარს შეადგენს.