დავით მათიკაშვილი – ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვა ისე, რომ საქმე არ გამოვიდეს და არ გაკეთდეს, არ შეიძლება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვა ისე, რომ საქმე არ გამოვიდეს და არ გაკეთდეს, არ შეიძლება. ამის შესახებ მათიკაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2017-2018 წლებში გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ მომზადებული დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„თუმცა, ხარჯების ოპტიმიზაცია ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნებაც“ სწორედ ამ გზით მიდის. თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ წინა ბიუჯეტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ხარჯი რამდენით არის შემცირებული. ეს განათლებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა საკითხებთან ერთად ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.