IDFI – სსიპ-ებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს

14:31, 28.09.2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სამინისტროების დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების თანამდებობრივ სარგოზე ინფორმაციას აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება, თვეში 8 900 ლარი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სარგო კი 8 500 ლარს შეადგენს. 7 500 ლარია გათვალისწინებული გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 7 300 ლარი აქვს ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსს, აწარმოე საქართველოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელების თანამდებობრივი სარგო 7 ათას ლარს შეადგენს.

მსგავსი