„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - საქართველოში საპროცესო შეთანხმებების მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - საქართველოში საპროცესო შეთანხმებების მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია

საქართველოში საპროცესო შეთანხმების გაფორმების გამოყენების მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

„საპროცესო შეთანხმების კანონმდებლობისა და პრაქტიკის“ კვლევის შედეგები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დღეს წარმოადგინეს.

ანალიზის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმებით განხილული საქმეების მაჩვენებელმა 64 პროცენტი შეადგინა.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, საპროცესო შეთანხმებისას ყველაზე ხშირად პირობითი მსჯავრი და ჯარიმა გამოიყენება, ყველაზე იშვიათად კი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

ავტორების თქმით, აღნიშნული კვლევა საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრას ემსახურება.

დატოვე კომენტარი