ლეგენდარულ შვედ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს “ლოს-ანჯელეს გელაქსის” შემადგენლობაში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ უკვე კლუბის კერპი გახლავთ.
შვედი ლოს-ანჯელესში 30 მარტს ჩავიდა, სადაც გულშემატკივრებმა თბილი შეხვედრა მოუწყვეს. ფანები ზლატანის სახელს სკანდირებდნენ.
ფეხბურთელმა ავტოგრაფსა და ფოტოზე უარი არავის უთხრა.
ტრავმების გამო, იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა.