„ჰუავეიმ“ რუსეთში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის ქსელის მოწყობაზე ხელშეკრულება გააფორმა
ჩინურმა კომპანია „ჰუავეიმ“ რუსეთში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის ქსელის მოწყობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კომპანია მეხუთე თაობის ქსელს რუსეთში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დანერგავს.
შეთანხმება რუსეთში ჩინეთის ლიდერის, სი ძინპონის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
ფრანს პრესის ცნობით, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტქსელი საცდელ რეჟიმში რუსეთში 2019-2020 წლებში ამუშავდება.
ამერიკის შეერთებული შტატები ახალი თაობის ინტერნეტის ქსელის დანერგვაში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ მონაწილეობის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.