კანადის სასამართლო „ჰუავეის“ აღმასრულებელი დირექტორის აშშ-ში ექსტრადირების საქმეს განიხილავს
კანადის სასამართლო „ჰუავეის“ აღმასრულებელი დირექტორის აშშ-ში ექსტრადირების საქმეს განიხილავს

კანადის სასამართლომ „ჰუავეის“ აღმასრულებელი დირექტორის, მენ ვანჟოუს აშშ-ში ექსტრადიციის საქმის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მოსამართლემ დაადგინა, რომ საქმე ორმაგი დანაშაულის კვალიფიკაციას შეესაბამება, რაც ნიშნავს, რომ ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული იქნება როგორც აშშ-ში, ასევე კანადაში.

აშშ-ს სურს, რომ ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სავარაუდო დარღვევის გამო, მენ ვანჟოუ სასამართლოს წინაშე წარდგეს. აღნიშნულმა საქმემ კანადას და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაამწვავა. აშშ-ში მენ ვანჟოუს ბრალი აქვს წარდგენილი, რაც „ჰუავეის“ მფლობელობაში მყოფი კომპანიის ირანთან გარიგებას უკავშირდება. ვაშინგტონი მოკავშირეებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ ჩინური კომპანიის მეხუთე თაობის ქსელური ტექნოლოგია კრიტიკულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში, რადგან შესაძლოა, უსაფრთხოებას შეუქმნას საშიშროება.

მენ ვანჟოუჰუავეის“ დამფუძნებლის, რენ ჟანფეის შვილია. მაშინაც კი, თუ კანადის სასამართლო საბოლოოდ ექსტრადიციის რეკომენდაციას გასცემს, საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის ფედერალური მინისტრი იღებს.

დატოვე კომენტარი