აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩინეთის წამყვან კომპანიებს, მათ შორის „ჰუავეის“, ჩინელი სამხედროები ფლობენ ან მხარს უჭერენ
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩინეთის წამყვან კომპანიებს, მათ შორის „ჰუავეის“, ჩინელი სამხედროები ფლობენ ან მხარს უჭერენ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩინეთის 20 წამყვან კომპანიას, მათ შორის „ჰუავეის“, ჩინელი სამხედროები ფლობენ ან მხარს უჭერენ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შექმნილი სია, რომელიც ამერიკული მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მოიცავს კომპანიებს, რომლებიც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებზე მუშაობენ: „ჰიკვიჟენს“, „ჩაინა ტელექომს“, „ჩაინა მობაილს“ და „ავიკს.“

„ბიბისი“ წერს, რომ დადგენილებამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს აღნიშნული ფირმების წინააღმდეგ აშშ-ის ფინანსურ სანქციებს. აშშ-ს კანონის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტი ვალდებულია, თვალყური ადევნოს აშშ-ში მოქმედ იმ ფირმებს, რომლებსაც „ფლობს ან აკონტროლებს“ ჩინეთის სახალხო გათავისუფლების არმია.

თეთრმა სახლმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი „ჰუავეის“ და სხვა ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, მათ შორის ამერიკელ კომპანიებს, აუკრძალა გარკვეული ტექნოლოგიების გაყიდვა ნებართვის გარეშე.