რუსული მედია - „ჰუავეის“ სმარტფონებში „ანდროიდის“ ოპერაციული სისტემა შესაძლოა, რუსულმა „ავრორამ“ ჩაანაცვლოს
რუსული მედია - „ჰუავეის“ სმარტფონებში „ანდროიდის“ ოპერაციული სისტემა შესაძლოა, რუსულმა „ავრორამ“ ჩაანაცვლოს

ჩინური კომპანია „ჰუავეისსმარტფონებში ოპერაციული სისტემა „ანდროიდი“, შესაძლოა, რუსულმა „ავრორამ“ ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „ბელ“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ჩინური „ჰუავეიში“ ამერიკული კომპანია „გუგლის“ ოპერაციული სისტემის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზეც მიმდინარეობდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ჩინური კომპანია რუსული ოპერატიული სისტემის გამოცდას უკვე ატარებს.

როსტელეკომსა“ და „ჰუავეიში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.