საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კავშირგაბმულობის კომიტეტი შეიქმნა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კავშირგაბმულობის კომიტეტი შეიქმნა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კავშირგაბმულობის კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ლევან ბუჩუკური უხელმძღვანელებს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, კომიტეტის მუშაობა ტელეკომუნიკაციის დარგისთვის სასარგებლო იქნება.

„ლევან ბუჩუკურის დიდი გამოცდილება ტელეკომის სფეროში არის წინაპირობა იმისა, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება სასარგებლო და ეფექტიანი საქართველოს ტელეკომუნიკაციის დარგისთვის და წარმართავს ნაყოფიერ თანამშრომლობას მარეგულირებელ ორგანოსთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის დანერგვისა და რეგულირების მხრივ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ასოციაციის ინფორმაციით, ლევან ბუჩუკურს აღნიშნულ სფეროში 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, უმაღლესი მართვის რგოლში. ის არის „სილქნეტის“ დირექტორატის წევრი. წლების განმავლობაში კურირებდა კომპანიის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო 2011 წლიდან 2016 წლამდე ლევანი ბუჩუკური იყო „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი. ასევე, კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არაერთ სატელეკომუნიკაციო და სხვა სექტორში ოპერირებად კომპანიებს, როგორებიცაა: „ნოვუსი“, „ტექნოსერვისი“, „იბერიატელი“, „მაგთიკომი“ და „მეგაკომი“.

დატოვე კომენტარი