მაიკ პომპეო - ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ვართულებთ სიტუაციას, რათა ჩვენ წინააღმდეგ ჩვენი ტექნოლოგია ვერ გამოიყენოს
მაიკ პომპეო - ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ვართულებთ სიტუაციას, რათა ჩვენ წინააღმდეგ ჩვენი ტექნოლოგია ვერ გამოიყენოს

ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ვართულებთ სიტუაციას, რომ ჩვენ წინააღმდეგ ჩვენი ტექნოლოგია ვერ გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„დღეს აშშ-მა გამოაცხადა დამატებითი შეზღუდვები „ჰუავეის“ ექსპორტთან დაკავშირებით. ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ვართულებთ სიტუაციას, რომ ჩვენ, ჩვენი მოკავშირეების და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ ჩვენი მგრძნობიარე ტექნოლოგია ვერ გამოიყენოს“, – განაცხადა პომპეომ.

ვაშინგტონმა „ჰუავეისთვის“ საექსპორტო კონტროლი ჩიპების მომარაგებაზე გაამკაცრა. ახალი წესები ზღუდავს „ჰუავეის“ შესაძლებლობას, რომ აშშ-ის ტექნოლოგია და პროგრამული უზრუნველყოფა საზღვარგარეთ მისი ნახევარგამტარების შესაქმნელად და საწარმოებლად გამოიყენოს. უცხოური კომპანიები, რომლებიც იყენებენ აშშ-ის ჩიპების დამზადების მოწყობილობას, ამიერიდან მოეთხოვებათ მოიპოვონ აშშ-ის ლიცენზია „ჰუავეისთვის“ გარკვეული ნივთების მიწოდებამდე.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინურ კომპანია „ჰუავეის“, რომელიც მეხუთე თაობის ქსელის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ ხედავს და ეჭვობს, რომ მისი ტექნოლოგია შესაძლოა კიბერჯაშუშობისთვის იქნას გამოყენებული. „ჰუავეი“ ბრალდებებს უარყოფს.