ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს. ინციდენტი საი ვანის რაიონში მოხდა, სადაც მოქალაქეები არასანქცირებულ მიტინგს მართავდნენ.

შეტაკების დროს დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით აგურები, კვერცხები და სხვა ნივთები ისროლეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლობის შენობასთან ცდილობდა მიახლოებას, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მისცეს.

ჰონგ-კონგში დემონსტრაციები უკვე შვიდი კვირაა, გრძელდება. აქტივისტები თავდაპირველად ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მოგვიანებით მთავრობამ მათი მოთხოვნა შეასრულა და კანონში ცვლილებების შეტანა გადადო. ამჯერად, დემონსტრანტები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების დასჯას ითხოვენ.