ჰონგ კონგში ჩასულ ნიკოლ კიდმანს კოვიდშეზღუდვების დარღვევის გამო აკრიტიკებენ
ჰონგ კონგში ჩასულ ნიკოლ კიდმანს კოვიდშეზღუდვების დარღვევის გამო აკრიტიკებენ

ჰონგ კონგში ჩასულ ნიკოლ კიდმანს კოვიდშეზღუდვების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ავსტრალიელი მსახიობი ჰონგ კონგში ჩასვლის შემდეგ ორ დღეში ქუჩაში შენიშნეს, რამაც მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ჰონგ კონგში უცხოელებისთვის 21-დღიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

მოგვიანებით, ჰონგ კონგის ეკონომიკის განვითარების ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩასულ პერსონალს შეზღუდვები მოუხსნეს, რათა მათ მუშაობა შეძლონ.

ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა მოქალაქეები. ჰონგ კონგსა და ჩინეთში სოციალურ მედიაში ნიკოლ კიდმანისთვის გამონაკლისის დაშვებას მკაცრად აკრიტიკებენ.

 

დატოვე კომენტარი