ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია, ასობით ადამიანი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია, ასობით ადამიანი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს

ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია. ასობით ადამიანი შენობის სახურავზეა და გამოსვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.

მედიის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი კვამლით არიან მოწამლული.