მედიის ცნობით, ჰონგ-კონგის უდიდესი პროდემოკრატიული გამომცემლობა „ეფლ დეილი“ დაიხურება
მედიის ცნობით, ჰონგ-კონგის უდიდესი პროდემოკრატიული გამომცემლობა „ეფლ დეილი“ დაიხურება

ჰონგ-კონგის უდიდესი პროდემოკრატიული გამომცემლობა „ეფლ დეილი“ დაიხურება. გამოცემის ოფისებში გასულ კვირას სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, რადგან ბრალდების მიხედვით, რამდენიმე სტატიამ ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა დაარღვია.

თავად გაზეთის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს არის დარტყმა მედიის თავისუფლებაზე.

დასავლური მედიის ინფორმაციით, 2.3 მილიონი დოლარის ღირებულების გაზეთის აქტივები გაიყინა. ჰონგ-კონგის პოლიციამ ასევე დააკავა „ეფლ დეილის“ მთავარი რედაქტორი და კიდევ ხუთი თანამშრომელი.

გაზეთი ჰონგ-კონგის და ჩინეთის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა. „ეფლ დეილის“ დამფუძნებელი, ჯიმი ლაი მანამდე არაერთი ბრალდებით დააკავეს.

დატოვე კომენტარი