ჰოლანდიელმა ნუისმა ციგურებით რბენაში სიჩქარის რეკორდი დაამყარა - 90 კმ/სთ [ვიდეო]
პიონჩანგის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა, ჰოლანდიელმა მოციგურავე კიელდ ნუისმა ციგურებით რბენისას განვითარებული სიჩქარის მიხედვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მან შვედეთში გაყინულ მდინარეზე სრიალისას საათში 93 კილომეტრი სიჩქარე განავითარა. ნუისის წინ მოძრაობა მანქანა, რომელზეც სპეციალური ფარი იყო დამაგრებული და ის სპორტსმენს შემხვედრი ქარისგან იცავდა.
„ვგრძნობდი, რომ უბრალოდ, მივფრინავდი ყინულზე. ორჯერ უფრო სწრაფად მივრბოდი, ვიდრე ეს ტურნირებზე ხდება.
რბოლებისას, ჩემი მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 60 კმ/სთ-ს უდრის, აქ კი საათში 93 კილომეტრი საათი სიჩქარით მივდიოდი. დაუჯერებელია.
ბუნებრივი ყინული შესანიშნავი იყო, ოღონდ, ცოტათი არამდგრადი. ჩემი ციგურები ძალიან ვიბრირებდა, მაგრამ ესეც საინტერესო იყო“, – განაცხადა ნუისმა.
კიელდ ნუისმა პიონჩანგის ოლიმპიადაზე 1000 და 1500 მეტრ დისტანციებზე ოქროს მედლები მოიპოვა.