ჩემპიონთა ლიგის რეკორდი - გვარდიოლამ ნახევარფინალში გუნდი ყველაზე მეტჯერ გაიყვანა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის რეკორდი - გვარდიოლამ ნახევარფინალში გუნდი ყველაზე მეტჯერ გაიყვანა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთვარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა. ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ყველაზე ბევრჯერ გაიყვანა.

რეკორდი მას შემდეგ დამყარდა, რაც „ატლეტიკოსთან“ მეოთხედფინალური შეხვედრების ჯამში (0:1, 0:0) გამარჯვება გვარდიოლას შეგირდებმა იზეიმეს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

51 წლის სპეციალისტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც კარიერის განმავლობაში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მეცხრედ გაიყვანა.

გვარდიოლამ გაასწრო მოურინიოსა და ანჩელოტის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური საგზური რვაჯერ აქვთ მოპოვებული.

ნახევარფინალში გვარდიოლას გუნდი სწორედ ანჩელოტის „რეალს“ დაუპირისპირდება.