ჯეიდონ სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 35 გოლი გაიტანა
ჯეიდონ სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 35 გოლი გაიტანა

გერმანიის ჩემპიონატის 22-ე მატჩის ტურში „დორტმუნდი“ „შალკეს“ ესტუმრა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა – 0:4.

„შალკეს“ განადგურება ჯეიდონ სანჩომ დაიწყო, რომელმაც მეტოქის კარი პირველმა აიღო.

დორტმუნდელების ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის ეს ბუნდელიგაში გატანილი 35-ე გოლია და ჯეიდონ სანჩომ პრესტიჟული რეკორდი დაამყარა.

საქმე ისაა, რომ გოლის გატანის მომენტში ინგლისელი ფეხბურთელი 20 წლის, ათი თვისა და 26 დღის იყო, რაც ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც გერმანიის ჩემპიონატში 35 გოლის ავტორი გახდა.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში „დორტმუნდი“ მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო „შალკე“ ბოლო ადგილზეა.