„ენბისი“ - რჩება მხოლოდ ერთი შეკითხვა, როდის აწევს ტალახაძე ნახევარ ტონას #1TVSPORT
„ენბისი“ - რჩება მხოლოდ ერთი შეკითხვა, როდის აწევს ტალახაძე ნახევარ ტონას #1TVSPORT

„ენბისი“ ლაშა ტალახაძის ტრიუმფს გამოეხმაურა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდები დაამყარა:

„ქართველმა ლაშა ტალახაძემ დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე აწია იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს ოდესმე აუწევია. ეს მოხდა გიგანტი კაცების შეჯიბრში, +109 კგ კატეგორიაში.

პირველი შეკითხვა იყო ვინ აიღებდა ვერცხლსა და ბრინჯაოს? პასუხი – ირანელი ალი დავუდი და სირიელი მან ასაადი.

მეორე შეკითხვა – რამდენს აწევს ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დასაცავად? პასუხი – ძალიან ბევრს!“

ტალახაძემ თავისუფლად დაძლია ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ჯამში – 488 კგ და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

დღევანდელი ასპარეზობის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა – როდის გადააბიჯებს 500 კილოგრამიან ზღვარს 27 წლის დიდი ქართველი?“.