„ხეტაფეს“ თავდამსხმელმა ლა ლიგაში მესის ერთ-ერთი რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
„ხეტაფეს“ თავდამსხმელმა ლა ლიგაში მესის ერთ-ერთი რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში ერთმანეთს „კადისი“ და „ხეტაფე“ დაუპირისპირდნენ – 2:2.

ეს მატჩი არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი რეკორდი – შეხვედრაში ბოლო გოლი მე-16 დამატებულ წუთზე გავიდა (105:14). როგორც გაირკვა, „ხეტაფეს“ ფეხბურთელის, ენეს უნალის ზუსტად შესრულებული პენალტი 21-ე საუკენეში ყველაზე გვიან გატანილი გოლია ესპანეთის ჩემპიონატში.

უნალის გოლამდე ეს უჩვეულო რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა, რომელმაც 2008 წელს „ბარსელონას“ შემადგენლობაში „ესპანიოლს“ ასევე თერთმეტმეტრიანიდან გუტანა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „კადისი“ მე-15 პოზიციაზეა, ხოლო „ხეტაფე“ მე-16 ადგილს იკავებს.