უნიკალური რეკორდი ფეხბურთის ისტორიაში - „ალ-ჰილალმა“ ზედიზედ 28-ე მატჩი მოიგო #1TVSPORT
უნიკალური რეკორდი ფეხბურთის ისტორიაში - „ალ-ჰილალმა“ ზედიზედ 28-ე მატჩი მოიგო #1TVSPORT

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ალ-ჰილალმა“ „ალ-იტიჰადი“ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე „ალ-აინს“ დაუპირისპირდება. საუდის არაბეთის კლუბმა ამ გამარჯვებით უნიკალური რეკორდი მოხსნა.

საქმე ისაა, რომ ამ მატჩის შემდეგ „ალ-ჰილალს“ გამარჯვებების 28-მატჩიანი უწყვეტი სერია აქვს და გაუსწრო უელსური გუნდის, „ნიუ სეინტსის“ ისტორიულ მიღწევას (27), რადგან ზედიზედ ამდენი მოგება ფეხბურთის ისტორიაში სხვა გუნდს არ დაუფიქსირებია.

„ალ-ჰილალი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატშიც ლიდერობს – ჟორჟე ჟეზუშის გუნდს 65 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, „ალ-ნასრს“ 12 ქულით ასწრებს.