გურჯაანის მერი - სოფელ ჭერემთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებში სპეცტექნიკით ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგვეხმარება
მდინარე ჭერმისხევის ადიდების შედეგად სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა განადგურებულია, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელთან მისასვლელი გზის აღსადგენად მძიმე ტექნიკაა საჭირო, რომელიც კახეთში არ გვაქვს, – ამის შესახებ პირველ არხს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა
„სპეცტექნიკით ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგვეხმარება და დავიწყებთ გზის აღდგენით სამუშაოებს”,- განაცხადა ხანდამაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვა და მიყენებული ზარალის ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.
გურჯაანის სოფელ ჭერემში, სადაც 15 ოჯახი ცხოვრობს არ არის მაღაზია და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდება. ადიდებულმა მდინარემ 600 მეტრზე დააზიანა ელექტროგადმცემი ხაზები და წაიღო ორი საყრდენი.