გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც ამბობენ, რომ 7 ნოემბრის ვანდალური დარბევის მიმართ კომპლექსები არ აქვთ, მიაჩნიათ, რომ ტრაგიკული არაფერი მომხდარა
7 ნოემბერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ამას დღესაც ადასტურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც ამბობენ, რომ 7 ნოემბრის ვანდალური დარბევის მიმართ კომპლექსები არ გააჩნიათ.
„7 ნოემბერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ამას დღესაც ადასტურებენ. სამწუხაროდ, დღესაც ამბობენ, რომ მათ 7 ნოემბრის ვანდალური დარბევის მიმართ კომპლექსები არ გააჩნიათ. მიაჩნიათ, რომ აქ არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა და ეს კიდევ ადასტურებს, რომ ეს არის მათი გუნება, 7 ნოემბრის აქციების დარბევა არის მათი ბუნება, სავიზიტო ბარათი. მეორე მხრივ, ეს დღე გვაჩვენებს, ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება ბევრ რამეს, გამოწვევებს გაუძლებს, მაგრამ ვერ შეეგუება და არ შეეგუება ადამიანური ღირებულებების შეურაცხყოფას და ფეხქვეშ გათელვას. ეს ორი კომპონენტი უნდა გვახსოვდეს, როცა ვსაუბრობთ 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.