გუდაურში დაშავებულ ოთხ ტურისტს ღუდუშაურის საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ
გუდაურში დაშავებულ ოთხ ტურისტს ღუდუშაურის საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს საავადმყოფოში განუცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მკურნალობას სამი ტურისტი განაგრძობს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მათგან ერთ ტურისტს, რომელიც შედარებით მძიმედ არის დაშავებული, ოპერაცია უტარდება და რამდენიმე საათში დასრულდება. ასევე კლინიკაში დარჩება შვედეთის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც „მედიქლაბშია“ მოთავსებული.
ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, საერთო ჯამში, საავადმყოფოში მოთავსებულია რვა პაციენტი.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.