გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს შს მინისტრის მოადგილე მოინახულებს
გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს შს მინისტრის მოადგილე მოინახულებს

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია მოინახულებს, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-დან აცნობეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, თელავის საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებული შვიდი ადამიანი გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, არც ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.

გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია.

გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსი ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა.