გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
ავარიის დროს დაშავებული ოთხი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ.