საკრებულოში “ევროპული საქართელოს” წევრები ტაქსის მძღოლებს ხვდებიან. გოკა გაბაშვილის განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება, ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, არასწორია, რადგან ეს ტაქსის მძღოლებისთვის დიდი დარტყმა იქნება.
“შევხვდებით ტაქსის მძღოლებს. მოვისმინეთ მერიის ინიციატივა ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით. არასწორი ინიციატივა გვგონია. ეს პირიქით, დარტყმაა ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე, მათთვის, ვინც თავის მანქანით ორ თეთრს შოულობს და ოჯახში შეაქვს. მათთვის რეგულაციების დაწესება არის აბსოლუტურად ჩამორჩენილი ნაბიჯი.ჩ ვენ გვინდა ამ საუბარში ტაქსის მძღოლებთან ერთად დავრწმუნდეთ, რომ სიტუაციას სწორად ვაფასებთ”, – განაცხადა გაბაშვილმა.
მერიამ რამდენიმე დღის წინ ქალაქში ტრანსპორტის მხრივ არსებული პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს განხორციელება დააანონსა. კახა კალაძის თქმით, მერია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის ნებართვა, რაც სავალდებულო იქნება.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ტაქსების აღრიცხვაზე.
“ეს რა თქმა უნდა, გამოწვეულია ჩვენი მოაქლაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. პირველ ეტაპზე ნამდვილად საუბარია ტაქსების აღრიცხვიანობაზე. მომდევნო ნაბიჯებსა და რეგულაციებზე, რა, როგორ იქნება, ჯობია ვისაუბრით მას შემდეგ რაც იქნება გამოკვეთილი გარკვეული რეგულაციები. ამ ეტაპზე მხოლოდ აღრიცხვიანობაზეა საუბარი”, -განაცხადა ტყემალაძემ.