გიგი უგულავამ, რომელიც აეროპორტში ელენე ხოშტარიასა და გოკა გაბაშვილთან ერთად იმყოფებოდა, დაადასტურა, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა 
გიგი უგულავამ, რომელიც აეროპორტში ელენე ხოშტარიასა და გოკა გაბაშვილთან ერთად იმყოფებოდა, დაადასტურა, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა 

გიგი უგულავა ადასტურებს, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა.

როგორც გიგი უგულავამ „პოსტტივის“ განუცხადა, დავით კეზერაშვილი მისი მეგობარია და მეგობრის სანახავად მიდის.

„დავით კეზერაშვილი ჩემი მეგობარია. მასთან მე მაქვს აბსოლუტურად ღია ურთიერთობა, მეგობრული და მეგობრის სანახავად მივდივარ. გიდასტურებთ, ჩემი მეგობარია და მეგობრის სანახავად მივდივარ. დავალებებს მე არავისგან არ ვიღებ“, – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა კვიპროსში გოკა გაბაშვილთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად გაემგზავრა.