გოკა გაბაშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა - გადავწყვიტე, საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო
გოკა გაბაშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა - გადავწყვიტე, საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო

პარტია „ევროპული საქართველო“ გოკა გაბაშვილმა დატოვა. ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გოკა გაბაშვილი წერს, გადაწყვიტა უპარტიო სტატუსით გააგრძელოს საქმიანობა.

„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე, საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. „ევროპულ საქართველოში“, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ“, – წერს გოკა გაბაშვილი.

ამასთან, „ევროპული საქართველის“ ყოფილმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე და ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას. ამასთან, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამაც, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“.

დატოვე კომენტარი