გოჩა ლორთქიფანიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ქართველების ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოიკვეთოს და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ქართველების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
„2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგაში გამოძიებას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი აწარმოებს. ჩვენ სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოიკვეთოს და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ქართველების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდაში მიიღო მონაწილეობა, აწამა და მოკლა ქართველი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო მოსახლეობა“,- განაცხადა ლორთქიფანიძე.