გოჩა ლორთქიფანიძე - იუსტიციის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს
გოჩა ლორთქიფანიძე - იუსტიციის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, სამინისტროს აკადემიური ფუნქციის გაზრდის მიმართულებით.

მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში სამინისტრო უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

„ჩვენი მიზანია, იუსტიციის სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის ისეთი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სამინისტროში სტაჟირება და კვლევა სტუდენტებს აკადემიური პროგრამის ფარგლებში ჩაეთვლებათ და მიენიჭებათ შესაბამისი სასწავლო კრედიტები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ეს ინიციატივა უახლოეს პერიოდში იქნეს რეალიზებული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.