არჩილ თალაკვაძე - გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა, ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა
არჩილ თალაკვაძე - გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა, ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, ცხრა წლის ვადით არჩევით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა, ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

„განათლება, შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა მნიშვნელოვანია“,- წერს არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ექვს ახლად არჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო.