პრემიერ-მინისტრმა ივანე მაჭავარიანსა და გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ივანე მაჭავარიანსა და გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა ყოფილ მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„მოგეხსენებათ, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ასევე ბატონი ვანო მაჭავარიანი გადადგნენ თანამდებობებიდან. ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას ჩვენი მთავრობისა და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა. ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, ხოლო იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იქნება.

დატოვე კომენტარი