მიხეილ სარჯველაძე - ჩემი ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძეს დღის წესრიგში თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ უდგას
მიხეილ სარჯველაძე - ჩემი ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძეს დღის წესრიგში თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ უდგას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, იუსტიციის მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგაში მოსამართლედ არჩევის გამო, დღის წესრიგში თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ უდგას.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, ამჟამად, გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის, მას დღის წესრიგში თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ უდგას. როდესაც ეს მოცემულობა შეიცვლება, პრემიერ-მინისტრის დისკრეციაა, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატურა შეარჩიოს. ჩემთვის ცნობილი არ არის, ამ თანამდებობაზე ვინ განიხილება, ან განიხილება თუ არა ვინმე”, – განაცხადა სარჯველაძემ.