გიორგი ტყემალაძე - დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას მერის მოსვლას რეგლამენტი არ ითვალისწინებს
გიორგი ტყემალაძე - დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას მერის მოსვლას რეგლამენტი არ ითვალისწინებს

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, კანონი და რეგლამენტი არ ითვალისწინებს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მერის მისვლას.

მისივე თქმით, არ ყოფილა პრეცედენტი დავით ნარმანიას დროსაც კი, მთავრობის ახალი შემადგენლობა მერს წარედგინა.

“საკრებულოს თითოეულ წევრს ექნება საშუალება დასვას კითხვა და მიიღოს პასუხი. მერის მოსვლას არ ითვალისწინებს რეგლამენტი და სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მერმა წარადგინა კანდიდატები და მთავარი მომხსენებელი ვიცე-მერი იქნება”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.