საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად ირაკლი ხმალაძე წარადგენს
საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად ირაკლი ხმალაძე წარადგენს

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.

საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღეს საკრებულოში კახა კალაძეს ელოდებოდნენ და ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც “ევროპული საქართველოს” ფრაქციის ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, კახი კალაძეს არ აქვს კითხვებზე პასუხი, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე მერიაში დავით ნარმანიას კადრები, რა ნიშნით შეარჩია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის კადრი, რომელიც ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა.

“ჩვეულებრივი პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ ახალარჩეული მერი მოდიოდეს თავად და არ უგზავნიდეს მთავრობას საკრებულოს დასამტკიცებლად. ეს არის იგივე ნარმანიას სტილის მერია, ოღონდ უფრო თავხედური”, – აღნიშნავს გოკა გაბაშვილი.