გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციაში ძალზე კარგად უწყიან, რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა „ქართუმ“, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ
გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციაში ძალზე კარგად უწყიან, რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა „ქართუმ“, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ოპონენტებს არ სურთ, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, არ უნდათ აღიარონ, თუ რა მასშტაბის საქმიანობა აქვს გაწეული ფონდ „ქართუს“ დედაქალაქში. ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ.

„მათ ხომ ძალზე კარგად უწყიან, თუ რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ. ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეთ. ჩვენი ქალაქისთვის არაერთი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტი არის გადარჩენილი ფონდ „ქართუს“ მიერ. ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებითაც ძალიან ვამაყობთ, სპორტული ინფრასქტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული საქველმოქმედო პროექტები, ასევე ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი საქველმოქმედო პროექტები. მე არ მახსენდება ჩვენი ოპონენტებიდან არავინ, დადებით კონტექსტში ერთხელ მაინც რომ ეთქვას რაიმე ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს კი, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა თუ სიმპათიებისა, არის უპასუხისმგებლობა და დანაშაული ჩვენი ქალაქის მიმართ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას სიმართლის მოსმენა არ სურს. „რეალობა რაც არის, უნდა ითქვას. თქვენ სიმართლეს თვალს არ უსწორებთ“, – დასძინა გიორგი ტყემალაძემ.