ბოლო პერიოდში, წარუმატებელ თამაშს განაგრძობს მალაგას „უნიკახა“. შიდა ჩემპიონატის მსგავსად, ესპანური კლუბი „ევროლიგის“ გათამაშებაზეც ზედიზედ აგებს თამაშებს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მალაგელებმა მე-9-ე ტურში საკუთარ დარბაზში მოსკოვის „ცსკა“-ს უმასპინძლეს და 80-89 წააგეს. სტუმრებმა, თავიდან კომფორტული ჰანდიკაპი მოიპოვეს. მესამე მეოთხედის ერთ ეპიზოდში „უნიკახამ წინ გასვლა მოახერხა, თუმცა დასკვნითი ათწუთიანი პერიოდი ისევ რუსული გუნდის დომინაციით აღინიშნა, რაც საბლოო წარმატებაშიც აისახა.
მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. შერმადინს, 11:45 წუთი მიეცა სათამაშო დრო. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების ცენტრმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგის უშუალო კონკურენტმა, ჯეიმს აუგუსტინმა 27 წუთში 18 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა.
გამარჯვებულ გუნდს, სერხიო როდრიგესმა ულიდერა. ესპანელი უკანახაზელის მონაგარმა 21 ქულა შეადგინა. ამ მარცხის შემდეგ „უნიკახა“ სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა შორის იმყოფება. მორიგ შეხვედრაში ჟოან პლაზას გუნდი ათენის „პანათინაიკოსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.