„უნიკახას“ რთული გამარჯვება „ევროთასზე“, შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა
„უნიკახას“ რთული გამარჯვება „ევროთასზე“, შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

რანგით მეორე ევროპულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე, „ევროთასზე“, რთული და პრინციპული გამარჯვება მოიპოვა „უნიკახამ“. მალაგელებმა, საკუთარ დარბაზში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ 79-74 დაამარცხეს. ორივე გუნდი აღნიშნული შეჯიბრის მთავარ ფავორიტებში მოიაზრება.

მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი სოლიდური წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა, ძირითადში დაიწყო და 23:38 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (ოთხი მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 დაფარება ჩაიწერა პირად აქტივში. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 19-ს მიაღწია, რაც თავის გუნდში, მატიას ლესორტის შედმეგ (25), მეორე მაჩვენებლი გამოდგა.

„უნიკახამ“, პირველი ტაიმის შემდეგ, საკმაოდ კომფორტული ჰანდიკაპი აიღო და დიდი შესვების შემდეგ 14 ქულის სხვაობით ლიდერობდა. თამაშის მეორე ნახევარში ბელგრადელები გაცილებით მოტივირებულები გავიდნენ პარკეტზე და შეხვედრაში დაბრუნება ბოლო წუთებზე მაინც მოახერხეს, თუმცა საბოლოო გამარჯვება ესპანურ კლუბს დარჩა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე ლუის კაზიმიროს გუნდმა პირველი დაპირისპირება მოიგო და სატურნირო ცხრილში, ერთი მოგებით და ერთი წაგებით, მესამე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში „უნიკახა“ ისევ საკუთარ დარბაზში ითამაშებს. მეტოქე ფრანგული „ლიმოჟი“ იქნება.