„ბასკონიამ“ შენგელიას გარეშე შერმადინის „უნიკახა“ დამაჯერებლად დაამარცხა
„ბასკონიამ“ შენგელიას გარეშე შერმადინის „უნიკახა“ დამაჯერებლად დაამარცხა

ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ 13-ე ტურის მატჩები გაიმართა. „ბასკონიამ“ თორნიკე შენგელიას გარეშე „უნიკახა“ სტუმრად დამაჯერებლად 64-81 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიულ გუნდში ყველაზე მეტი, 14 ქულა ლუკა ვილდოსას ანგარიშზეა.

მალაგელთა შორის კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა რვა ქულასთან ერთად რვა მოხსნა და ერთი პასი დააგროვა.

უნიკახას“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით რობერტსი გამოდგა. 13 ტურის შემდეგ „ბასკონია“ 10 მოგებითა და სამი წაგებით მეორე ადგილზეა. „უნიკახა“ კი ცხრა მოგებითა და ოთხი წაგებით მეოთხე პოზიციაზეა.