გიორგი შერმადინი თებერვლის „ემ-ვი-პი“ (MVP) გახდა
გიორგი შერმადინი თებერვლის „ემ-ვი-პი“ (MVP) გახდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის „ეი-სი-ბი” (ACB) ლიგის „ემ-ვი-პიდ” (MVP) დაასახელეს. ჩემპიონატის 22-ე ტურში 29 წლის ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ არენაზე ბექა ბურჯანაძის „გიპუსკოა“ იოლად, ანგარიშით 87-69 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე შერმადინს სპეციალური ჯილდო გადასცეს და წარმატება მიულოცეს. რაც შეეხება „უნიკახასა“ და „გიპუსკოას“ დაპირისპირებას, გიორგი შერმადინმა მოედანზე 16:07 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძის სტატისტიკას, „გიპუსკოას“ ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – 26:39 წუთში მან 11 ქულა, 9 მოხსნა და ერთი გადაცემა დააგროვა.