გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულმა ორმა პირმა გადაწყვიტა, მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულებმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ გადაწყვიტეს, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს.
საუბარია იმ ეპიზოდზე, რომელზეც გამოძიება რამდენიმე პირს გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
„ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს არსებითად ნაფიცები განიხილავენ. თუ აქამდე საზოგადოების ინფორმირება მედიის მეშვეობით ხორციელდება, ახლა უკვე მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავად განახორციელონ მართლმსაჯულება. ის უნდობლობას უცხადებს მორჩილებას. ეს არის საქმე, სადაც პროკურატურა ცდილობს, საზოგადოებას ცრუ მოწმე შეასაღოს მსხვერპლად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში“, – განაცხადა რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ.
თავსი მხრივ, როგორც არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ენდობა მცხეთის სასამართლოს და სურს, რომ მისი საქმე საზოგადოებამ, ანუ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
„ბრალდებულებს აუხსნიან დებულებებს და ჩვენ დავაფიქსირებთ, რომ ვირჩევთ ნაფიცებს. მცხეთის სასამართლოს მიმართ არ გვაქვს ნდობა და გვსურს, საქმე განიხილოს საზოგადოებამ. არ ვენდობით გური ამირხანაშვილს. ის ცვლის ჩვენებებს და ამიტომ არ არის მისი ჩვენება გასაზიარებელი“, – განაცხადა ბექა ნემსიწვერაძემ.