გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა.
საგამოძიებო უწყება მან ექვსსაათინი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
„კითხვები არ დასმულა. უბრალოდ ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს“, – განაცხადა გამოკითხვის შემდეგ ანა გაბეჩავამ.
გაბეჩავას ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, შემოწმდა სოციალური ქსელები და რაიმე დამატებითი კითხვები საგამოძიებო უწყებას არ ჰქონია.
„სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე შემოწმდა სოციალური ქსელი სასამართლო განჩინების საფუძველზე. დამატებითი კითხვები არ ყოფილა. მიმოწერის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ადვოკატმა.