გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ ერთ პირს ბრალი დაუმძიმდა, კიდევ ერთს კი შესაძლოა, ბრალი დაუზუსტდეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ ერთ პირს ბრალი დაუმძიმდა, კიდევ ერთს კი შესაძლოა, ბრალი დაუზუსტდეს

​გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სსკ-ის 120-ე მუხლით წარედგინა ბრალდება. ეს ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

საბა ჩხარტიშვილს გამოძიება ედავება ნ.ხ-სა და ვახტანგ ჩიქოვანის სხეულის დაზიანებას.

მანამდე საბა ჩხარტიშვილს ბრალი ძალადობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი წაქაძის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით კი, მას საგამოძიებო უწყებიდან დღეს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ხვალ მოხდება ბრალის დაზუსტება. ადვოკატი საქმის გამომძიებელთან ერთად ბრალდებულთან პენიტენციურ დაწესებულებაში შევა და ბრალის დაზუსტებაც სწორედ იქ მოხდება. ირაკლი წაქაძეს გამოძიება ძალადობას ედავება.