გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეზე ანა გაბეჩავა იკითხება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეზე 18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა იკითხება.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა იკითხება.
სხდომის დაწყებამდე გაბეჩავამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს. რაც შეეხება კითხვას, რომელიც მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკავშირდება, სადაც საკანში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ გაბეჩავა 15 ათასი ლარის აგროვებას ითხოვდა, რადგან საკრანტინო წესები დაარღვია და ჯარიმის გადასახდელად, თუმცა ანა განეჩავა აცხადებს, რომ თანხა არ მოუთხოვია.
პროკურორის განმარტებით გაბეჩავასთან კითხვები დაისმება წვეულებაზე მომხდართან დაკავშირებით და ვინმეს წინააღმდეგ მისცემს თუ არა ჩვენებას ეს თავად მოწმის გადასაწყვეტია თუ რა ჩვენებას მისცემს.
დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია შვიდი მოწმის დაკითხვა, მათ შორის საქმის გამომძიებლები და 18 ივნისის წვეულების მონაწილე პირები.
საქმეზე ბრალდებულია ექვსი არასრულწლოვანი, ეს პირები ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.