გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანს გლდანის ციხეში ექსპერტიზა უტარდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანს ზ.ხ.-ს გლდანის ციხეში ექსპერტიზა უტარდება.
საგამოძიებო ღონისძიებაში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მისი ადვოკატიც მონაწილეობს.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ მიუღია 19 ივნისის ღამეს რაიმე სახის დაზიანება არასრულწლოვანს.
ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ არასრულწლოვანი არანაირ კონფლიქტში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, დაზიანებები არ აქვს მიღებული.
ზ.ხ. ბრალდებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში, შაქარაშვილის საქმის იმ ეპიზოდში, რომლის მიხედვით, დაპირისპირება ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.